31 მარტს საქართველოს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად ეწვია. მან პანდემიის პერიოდში დაწყვიტა 84 წლის იუბილე თბილისში აღენიშნა. ამ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება მოჰყვა. იყო პროტესტი და ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აცხადებდა, რომ „აფხაზეთი საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება“ საქართველოს დატოვება თავის ჩამოყვანილ სტუმრებთან ერთად მოუწია.
მომხდარის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოსული სტუმრების დაჯარიმების ამასხველი ფოტომასალა გაავრცელა, იმის მტკიცებულებად, რომ უწყებისთვის პრივილეგირებული ადამიანები არა არებობენ და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
განცხადებები გაკეთდა სამთავრობო გუნდიდანაც.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა ირაკლი კობახიძის განცხადება. ის შეეცადა თავისი პოზიციით ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელს“ ამოფარებოდა და დაწერა:
„გუშინ და დღეს ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ ჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა.
ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი - ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი - ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო“.
ვაჟა ფშაველა რუსეთის შესახებ:
„ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა.
რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის?
ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა… აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალ-ღონეს, თვითცნობიერებას“…