არსებობს დიდებული შენობები, რომელთა ფასადის მიღმა იდუმალი, ამოუცნობი და მისტიკური მოვლენები იმალება. მათ შორის არის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი. „დაიჯესტი“ მოგითხრობთ იმ ამოუხნელ ფაქტებზე, რომლებიც ამ ადგილს უკავშირდება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2014 წელს რუსთაველის თეატრში, სანდრო ახმეტელის ბიუსტის თავზე, იქვე დამონტაჯებულმა სათვალთვალო კამერამ უცნაური ფაქტი დააფიქსირა. ამ თეატრის მსახიობები და იქ მომუშავე პერსონალი ადასტურებენ, რომ უცნაური ხმები თეატრში მართლაც ესმოდათ. ასევე, ეჩვენებოდათ, რომ თითქოს ვიღაც უთვალთვალებდათ გარკვეულ ადგილებში, თუმცა, ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. უბრალოდ, იმ ადგილზე გავლას ერიდებოდნენ.
რობერტ სტურუამ თავის „ფეისბუქის” გვერდზე დაწერა:
„თეატრის პატარა მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სამ საათზე, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან, რაღაც ნათება ჩამოეშვა. პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთით და მერე გაუჩინარდა. კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა. ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტსო.”
მსახიობები კი, ამბობენ, რომ უცნაურობები, იქ მართლაც ხდება...
დადიან თუ არა სულები რუსთაველის თეატრში, რა იყო ეს უცნაური ნათება და ვისი ხმები ისმის დროდადრო შენობაში, რთული სათქმელია, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან თეატრის ადგილას ადრე სასაფლაო იყო – შენობის ქვეშ უამრავი ადამიანის ნეშტია.
მაშინ უფოლოგმა ერეკლე შონიამ შენობა დაათვალიერა და თქვა - საკუთარი თვალით ვნახე, ის მნათი სხეული, რომელიც კადრში მკვეთრად ჩანდა. საქმე, პარანორმალურ მოვლენასთან გვაქვს. კვლევები გრძელდება და შესაბამისად, წინასწარი დასკვნებისგან, თავს შევიკავებ. ეს სხეული, საკმაოდ ახლოს მოდიოდა კამერასთან და მისი ნათების დანახვა მკვეთრად არის შესაძლებელი. მისი მოძრაობა მდორეა, ნელი და გადაადგილდება ვიწრო დერეფანში, ახმეტელის ბიუსტის გარშემო, მარჯვნივ და მარცხნივ.
უფოლოგის შეფასებით, თეატრის ნაწილი გეოპათოგენურ ზონაში დგას და მასში მომუშავე ადამიანებზეც მოქმედებს.
„თეატრის ნაწილი მდებარეობს ძველისძველ სასაფლაოზე. მოგეხსენებათ, სასაფლაოს აქვს თავისი ინფორმაციული დატვირთვა. გარდა ფსიქოლოგიურისა, ეს ადგილი ინახავს გარდაცვლილი ადამიანის ძვლისა და ნეშტის ინფორმაციას, მის ემოციას და არ არის გამორიცხული, არასწორი ცხოვრების გამო, სული მიჯაჭვული იყოს სხეულთან, ანუ – გაჭედილი ამ ცხოვრებასა და იმ ცხოვრებას შორის. ბევრი ფაქტორია იქ თავმოყრილი, სადაც სასაფლაოა. მოკლედ, ქაშუეთის ეკლესიის და იქ მდებარე პარკის ტერიტორიაზე ადრე, დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნეში, იყო უძველესი სასაფლაო. შემდეგ, მოხდა ამ ტერიტორიის განაშენიანება, აიგო შენობები, გაშენდა პარკები. თუმცა, ეს ტერიტორია საშიშია იქ მცხოვრებლებისთვის. პარკში დასვენება კი უსაფრთხოა. მისტიკური სამყარო რუსათველის თეატრში თვალშისაცემია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა ტერიტორიაზე დგას შენობა, მისი ენერგეტიკა რომ მძიმეა, ეს უდავოა“, - განაცახადა შონიამ ერთ-ერთ ინტერიუში.
იმ დღის შემდეგ მსგავსი ნათება რუსთაველის თეატრში აღარ დაფიქსირებულა, თუმცა უფოლოგი აცხადებს, რომ შესაძლებელია რომელიმე თანამშრომელთან კონტაქტში შევიდეს შენობაში მყოფი სული.
„ვერ გამოვრიცხავ რომ სული რომელიმე თანამშრომელთან კონტაქტში შევიდეს, რაც გამოვლინდება უცნაური ხმების გაგონებით. მუსიკის ბუნდოვანი ჰანგების მოსმენით, პულსის უეცრად აუჩქარებით, წნევის დაეცემით და შინაგანი ტემერატურის ცვალებადობით. ახლოდან იგრძნობენ სითბოს ან სიცივის შეგრძნებას, შესაძლოა უეცრად, ცხვირიდან სისხლიც წასკდეთ და ასე შემდეგ, არ დატოვონ ყურადღების გარეშე და შეგვატყობინონ.
„გეოპათოგენური ზონები დედამიწაზე რომ არსებობს, ამაზე არავინ დავობს და ამ ადგილებში იცვლება ადამიანის წნევა, გუნება-განწყობა, შეგრძნებები, აზროვნება, ემოცია, ინტუიცია. ზონების შერჩევა კი, როცა შენობის აშენებას ვიწყებთ, აუცილებელია. გეოპათოგენურ ზონაში ხანგრძლივად ცხოვრება საკმაოდ საშიშია. თუმცა, ასეთ ადგილას ცოტა ხნით ყოფნა საფრთხეს არ შეგიქმნით. ის კი არა, არ არის გამორიცხული, აზრობრივი სამუშაოს შესასრულებლად, საკმაოდ წარმატებულიც კი იყოს. ასევე, ხშირად არ არის გათვალისწინებული, რომ ყოფილ სასაფლაოზე შენდება საცხოვრებელი სახლები.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მიმტანი შვილი, ჩაცხრილული ბიძაშვილი, ცხოვრების სიყვარული... - ცოტა რამ მამუკა ხაზარაძის ცხოვრებაზე
სამ წელიწადში მიყოლებით დავმარხე ძმა, დედა და მამა - კომპიზიტორი პირად ტრაგედიაზე ალაპარაკდა
პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა