ინდოეთში მდებარე კარნი მატას ანუ ვირთხების მონასტერი ადგილობრივებისთვის წმინდა ადგილია, სადაც 25 ათასი შავი ვირთხა ცხოვრობს.
ამ „წმინდა ვირთხებს“ კაბბას ეძახიან და მათთვის პატივის მისაგებად შორი მანძილიდან დადიან.
ლეგენდის თანახმად კარნი მატას ვაჟი, ლახმანი, დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე წყაროდან წყლის დალევისას დაიხრჩო. მატამ სიკვდილის ღმერთს სთხოვა შვილის გაცოცხლება, თავდაპირველად მან უარი მიიღო, მოგვიანებით კი როგორც ლახმანი, ასვე მატას თაობის ყველა გარდაცვლილი ვაჟი ვირთხების სახით გაცოცხლდნენ.
ათასობით შავ ვირთხას შორის, გამოერევიან, ხოლმე თეთრი ვირთხებიც. მიიჩნევა, რომ ისინი წმინდები არიან. თეთრი ვირთხები თავად კარნი მატას გამოსახულებები არიან.
არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ „ვირთხების მონასტრიდან“ რაიმე დაავადება გავრცელებულიყოს.
თავად კარნი მატა ინდოელებისთვის წმინდანად არის შერაცხული და მისი ხსენების დღეს განსაკუთრებული პატივით აღნიშნავენ.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
ერთი საათია ველოდებით, სასწრაფო არ მოსულა - გორში მამაკაცი გარდაიცვალა
ესაჭიროება თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია ინფიცირებულ და კოვიდგადატანილ პაციენტს?
უნდა მოგვისმინოთ, ჩვენ რომ ვიხდით გადასახადებს, იმიტომ გაქვთ ხელფასები - მამულიჩას მიმართვა