პროდიუსერი და მომღერალი ჯიმი მაქაცარია მოქალაქეებს მოწესრიგებული საბუთების სანაცვლოდ ამერიკაში წასვლას სთავაზობდა, დიდი ფულის ნაცვლად. ამის შესახებ ინფრომაციას საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“ აქვეყნებს.
მათივე თქმით, მაქაცარია ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ამერიკაში გია ჯაჯანიძესთან ერთად წავიდოდნენ და ვიზასაც მიიღებდნენ, სანაცვლოდ კი 17 ათასი დოლარი უნდა გადაეხადათ.
მაქაცარიას ადვოკატის, ნანა ფილაურის განცხადებით, მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, რის გამო დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
როგორც ფილაური აცხადებს, მაქაცარია საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით გუშინ დაიბარეს, თუმცა იქ მისვლის შემდეგ უკან აღარ გამოუშვეს.
უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და მისი დაცვლის ქვეშ მყოფს მალე გამოუშვებენ.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ: