9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც წვიმს, +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 , ღამით -3 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში მზიან ამინდს პროგნოზირებენ, დღისით -2 გრადუსი, ღამით კი -6 იქნება.
ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი, +4 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანშიც თოვლს ელოდებიან, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მოთოვს. დღისით -3 ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც ნალექია დღეა. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანში, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმა იქნება, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექია. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ფალოსი თითის სანაცვლოდ - ივანე კუზანოვი წარმატებით დასრულებულ ოპერაციის დეტალებზე