ბათუმის ძველ ბულვარში გვიან ღამით საზარელი მკვლელობა მოხდა. 20 წლის ახალგაზრდამ 60 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გადახტა.
ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
მამაკაცს პოლიცია ამ დრომდე ეძებდა, ვარდნისას დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მაინც გადაიყვანა, მას, სავარაუდოდ, თვითდაზიანებები აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სამართალდამცველთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.