Digest Logo

ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - მკვლელობის იარაღიც ამოიღეს და ეჭვმიტანილიც დააკავეს

1630527370
პატრული ღამით

განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 1966 წელს დაბადებული კ.კ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს - 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.