Digest Logo

„დამაფიცა არავის უთხრაო, ტკივილებს ვეღარ გაუძლო და მითხრა..." - რას ჰყვება გაუპატიურების მსხვერპლი 8 წლის გოგონას დედა

1624727652
სამეგრელო

მძიმე დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვნების ოჯახი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს - 8 წლის გოგონას დედა გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების მხრიდან ჩადენილი სასტიკი დანაშაულის დეტალებზე ალაპარაკდა.

მოზარდების დედამ "კურიერს" მოუყვა, თუ როგორ გაუმხილა 8 წლის გოგონამ მეზობელი მამა-შვილის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ ჩადენილი ძალადობის შესახებ.

„როცა ტკივილებმა შეაწუხა ბოლოს, ვეღარ გაუძლო ალბათ და მომიყვა, ისიც ძლივს, დამაფიცა, რომ არავის არ უთხრაო. თუ არავის არ ეტყვი მაშინ მოგიყვებიო. მომიყვა, რომ ასეთ რაღაცებს უკეთებდნენ, არა მარტო მამა, არამედ შვილი. მეორესთან იყო ერთჯერადი მცდელობა, აღარ განმეორებულა," - ამბობს არასრულწლოვნის დედა.

დაზარალებული ბავშვის ოჯახის წევრები მძიმე დანაშაულში მხილებული მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

„წლების მეზობლები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რამე, რომ შემემჩნია ისინი დღეს ციხეში არ იქნებოდნენ, ცოცხლად დავწვავდი მაგათ, მაგრამ არაფერი არ შემიმჩნევია. მინდა, მივმართო სასამართლოს და პროკურატურას, ხელისუფლებას, რომ დაისაჯონ სრული სიმკაცრით," - ამბობს არასრულწლოვანის მამა.

წყარო: rustavi2.ge