გლდანში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 35 წლამდე კაცი მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კაცს სასიკვდილო ჭრილობები საცოლის ძმამ მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.