Digest Logo

იტალიაში ქართველი კაცი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

1604229799
იტალიის პოლიციამ

იტალიის რეჯო კალაბრიის პოლიციამ პიაცას მოედანზე ქალზე ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.

დაზარალებულის თქმით, ბრალდებული მის დახრჩობას ცდილობდა, რა დროსაც თავს დაღწევა მოახერხა და შეშინებულმა პოლიციას მიმართა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე იტალიური მედია პორტალი ilreggino.it ავრცელებს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, შემთხვევაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი დააკავეს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ექსპერტიზის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ქალბატონს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. კერძოდ, ყელის მიდამოში ნაკაწრებისა და სისხლჩაქცევების სახით.