Digest Logo

„კარგი, წყნარი ბიჭი იყო... თავში ჩაქუჩი ჩაარტყესო...“ - 42 წლის მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

1628752418
ლენტი ავარია

42 წლის მამაკაცი, გიორგი ბასიაშვილი თბილისში, საკონდიტრო კომპანიის ოფისში, ყელგამოჭრილი იპოვეს.

გიორგი კასპში ცხოვრობდა და თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის რამდენიმე წელია აღნიშნულ საკონდიტრო ოფისში მუშაობდა.

გარდაცვლილი ნაწამებია და არაერთი დაზიანება აღენიშნება.

როგორც ამბობენ, სავარაუდო ბრალდებული კომპანიის დაცვის თანამშრომელია.

ადგილობრივების თქმით, დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

„კარგი წყნარი ბიჭი იყო, მეტი არაფერი ვიცით, დანაშაული თბილისში მოხდა, თავში ბლაგვი საგანი მოხვდაო. 3 შვილი ჰყავს“.

„ჩაქუჩი ჩაარტყესო, ასე ამბობენ და არ ვიცი ზუსტად რა მოხდა“, - ამბობენ ადგილობრივები.