მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას marneulifm.ge ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებული იყო. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.