თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძებნაში მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
ოფიციალური დადგენილება პროკურატურამ ბრალდებულების ადვოკატს გუშინ გააცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ძებნილ პირებს, სავარაუდოდ, დღეს დაუსწრებლად აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეუფარდოს.
21 და 22 წლის მამაკაცებს - აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ასევე დაუსწრებლად წარედგინათ. მათ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.
ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლულ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ხვალ დაკრძალავენ.
არაოფიციალური ვერსიით, ბრალდებულებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლულ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას ხვალ დაკრძალავენ.