ცნობილ ჩონგუბრთელისა და მის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილის შორის არსებული სასამართლო დავა გრძელდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ოჯახის წევრები სასამართლოს მიერ მინიჭებული შვილის, ლუკა ბასილაშვილის ნახვის დღეებით არ სარგებლობენ, ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეკა დოროყაშვილის მოთხოვნას, რომ შვილის სწავლის ხარჯები გაეყოთ უარით უპასუხა.
ბასილაშვილის ოჯახმა ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება, სადაც ის შვილს ბინას ჩუქნიდა შეაჩერა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე უკვე რამდენიმე წელია ჩანს და მისი ცხოვრება განხილვის საგნად მას შემდეგ მოექცა, რაც სპორტსმენი ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალში გაეხვა. აღნიშნული სკანდალი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
წყარო: qronikaplus.ge