Digest Logo

როგორია სესხის აღების პირობები მიკროსაფინანსოში, რომელსაც შეიარაღებული პირი დაესხა თავს?

1605885206
კომპანია და მძარცველი

დაახლეობით, 2 საათის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში 1 პირი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის ნასვამ მდგომარეობაშია. არაფხიზელი მდგომარეობის მიუხედავად, შეიარაღებული პირი კომპანიისთვის პირობების წაყენებას მაინც ახერხებს.


როგორც მოისმინეთ, მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სესხების დაბალ %-ში გაცემაა. ის მოითხოვს, რომ ბანკებს სესხის მაქსიმუმ 7%-ში გაცემის უფლება ჰქონდეთ.


დაიჯესტი“ დაინტერესდა, რამდენ %-ში გასცემს სესხებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC.

როგორც მათ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კომპანია სესხს სხვადასხვა მიმართულებით გასცემს:

ავტო სესხი

სესხის მოცულობა
2,000 - 50,000 ლარი

საპროცენტო განაკვეთი
27%-დან

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
31.3%-დან

სესხის მაქსიმალური ვადა
72 თვე

იპოთეკური სესხი

სესხის მოცულობა
2,000 - 100,000 ლარი

საპროცენტო განაკვეთი
19%-დან

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
21.1%-დან

სესხის მაქსიმალური ვადა
120 თვე

აგრო სესხი

სესხის მოცულობა
2,000 - 100,000 ლარი

საპროცენტო განაკვეთი
19%-დან

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
21.1%-დან

სესხის მაქსიმალური ვადა
120 თვე

როგორც ხედავთ MBC-ში საპროცენტო განაკვეთია არაუმცირეს 19%-სა.

თვითმხილველთა თქმით, შეიარაღებული პირი კომპანიის მიმდებარედ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე შენიშნეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, ის ტელეფონზე აღელვებული საუბრობდა.