Digest Logo

„შანაის უყვარდა საქართველო. მისი ბუნების, კულტურისა და ხალხის გამო - შანაი ბრუკის ძმის პირველი კომენტარი

1631105543
შანაი ბრუკი

ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებულია 35 წლის მამაკაცი რ.მ.

მოკლული ქალის ძმა უცხოურ გამოცემასთან საუბრისას შანაის საქართველოში ცხოვრების შესახებ საუბრობს და ჰყვება, რომ მის დას საქართველო უყვარდა.

„შანაის უყვარდა საქართველო. მისი ბუნების, კულტურისა და ხალხის გამო. ჩვენ უშუალოდ ვნახეთ მწუხარება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც განიცდის ქართველი ხალხი და ჩვენს ოჯახს არ აქვს ცუდი განცდა მათ მიმართ. შანე ბედნიერი იყო, " - ამბობს მოკლული ქალის ძმა, ტისონ ედვარდსი.

მან ასევე მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქტიურად იყო ჩართული შანაი ბრუკის ცხედრის მოძიებაში.

„ესენი არიან შანაის ერთგული მეგობრები თბილისში, რომლებმაც ასე სწრაფად განგაში ატეხეს და კოორდინაცია გაუკეთეს დაუღალავ ძებნას, შექმნეს მოხალისეთა ჯგუფები და ასევე პოლიცია, რომელიც მუშაობდა ჩვენი საყვარელი გოგოს მოსაძებნად - ჩვენ ძალიან მადლიერები და მოვალეები ვართ. მადლობა ყველას," - აცხადებს მოკლული ქალის ძმა.

წყარო: rustavi2.ge