Digest Logo

შსს საგანგებო განცხადება ავრცელებს – „ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს“

1625598489
აქცია რუსთაველზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. ძალოვანი უწყება, მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან კანონი, ასევე დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი,”- ნათქვამია განცხადებაში.