ურეკში, ზღვაში 68 წლის კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიანიუსი“ ავრცელებს.
როგორც თვითმხილველებმა გამოცემას განუცხადეს, გარდაცვლილი წყლიდან ადგილობრივებმა გამოიყვანეს.
მათივე თქმით, კაცის გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა არ არის და სავარაუდოდ, მას გულმა უმტყუნა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის დასასვენებლად იყო ჩასული.