Digest Logo

1 უბნიდან გამრაქლი 185 ბიულეტინი და სხვა არასწორად შევსებული ოქმები

1604231623
არასწორად შევსებული ოქმები

გუშინ, 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს საზოგადოების ნაწილი „ტოტალურ გაყალბებად“, „არჩევანის უფლების წართმევად“ და „თავზე დახეულ არჩევნებად“ აფასებს. ამის დასტურად კი არასწორად ან არსრულყოფილად შევსებული ოქმები მოჰყავთ, რომელთაც სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

გთავაზობთ, რამდენიმე მაგალითს.

პირველ ფოტოზე მოცემული ოქმის მიხედვით, არჩევნებზე 817 ამომრჩეველი გამოცხადდა. ბიულეტინების ჯამია - 632. 185 ბიულეტინი, უბრალოდ, გაქრა. okmi_o_h.jpeg

უცნობია, რომელი უბნის ოქმებია მოცემული ფოტოზე. ისინი, თითქმის, შეუვსებელია.


okmi_o_h.jpeg

okmi_o_h.jpeg

ამ ოქმის მიხედვით კი, უბანზე, სადაც 36 ადამიანი მივიდა, „ქართულ ოცნებას“ ხმა 48 ამომრჩეველმა მისცა. okmi-_-archevnebi-2020_o_h.jpeg

ბათუმის ერთ-ერთი უბნის ოქმის მიხედვით, არჩევნებზე 795 მოქალაქე გამოცხადდა, მაგრამ ხმების დათვლის შემდეგ 3164 ბიულეტინი მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ უბანზე სულ 1450 ბიულეტინი ჰქონდათ.

archevnebi-2020-_-okmi_o_h.jpeg