
შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო 50 წლამდე კაცი დააპატიმრეს.
გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის მოზარდმა რამდენიმე თვის წინ იმშობიარა, ის ჩვილთან ერთად თავშესაფარში იქამდე დარჩება, სანამ სრულწლოვანი არ გახდება.