ქვეყნის მასშტაბით, 14 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება.
სამსახურებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.