Digest Logo

17 იანვარს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

1642396080
ელექტროენერგია

17 იანვარს თბილისის უბნების ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტალის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწის და ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტალის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, ფატმანის, ასმათის, ავთანდილის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, სიხარულიძის, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის და გურამ ნიჟარაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას (ნაწილობრივ), გორგასლის, კრწანისის, ბეჟან კალანდაძის, გრიგოლ ვოლსკის, ორთაჭალის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ილია ვეკუას, კაჭარავას, ქერჩის, ჯანჯღავას, კობერიძის, გმირ კურსანტთა, მეგობრობის და გლდანულას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ის ბინა, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობს, ჩემი ძმისაა. იქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ამიტომ წავედი სამუშაოდ სხვა ქვეყანაში“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

🔵„საინფორმაციოს მე აღარ გავუძღვები“ - მიშა სესიაშვილმა „მთავარი არხი“ დატოვა?

🔵ინგა გრიგოლია და ვახო ხუზმიაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა