რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია 17 ივლისს განახლდება.
აქცია 18:00 საათზე დაიწყება და მასშტაბური იქნება.
ვატო წერეთლის განცხადებით, გაიმართება დიდი აქცია, 17 ივლისს, შაბათს და გავაჩერებთ ყველაფერს.
„აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება“ - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.
🔽ასევე დაგაინტერესებთ:
„ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა"-ინგა გრიგოლია