კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობა სავარაუდოდ, 24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ლოქდაუნს გამოაცხადებს. ინფორმაციას სააგენტო „2020NEWS“ ავრცელებს და ვარაუდობს, რომ საქართველოში კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მთავრობა არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ, ქვეყანას ჩაკეტავს.
შესაძლოა ლოქდაუნი 7 დეკემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს. სამთავრობო კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის მიხედვით, საკითხზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა პირველადი ვერსიით ამ ვადებში მოხდება ქვეყნის ჩაკეტვა. მთავრობა 2-კვირიან ჩაკეტვას ამთხვევს კორონავირუსის გამოვლენის ვადებს.
აღსანიშნავია, რომ 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 16 ოლქში გაიმართება, შესაბამისად, 24 ნოემბრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგების გამოცხადებას მოასწრებს.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
კომუნალურ გადასახადებს მთავრობა 4 თვის განმავლობაში გადაგვიხდის
კორონავირუსით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა