Digest Logo

„30 პოლიციელი შემოვარდა, ეს საწყალი ბიჭი პარკში ჩადეს... მიცვალებული მოიტაცეს, ლიფტში შეიყვანეს, გაჭედეს“ - ვატო წერეთელი

1625989225
ვატო წერეთელი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

როგორც ოპერატორის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, არ უნდოდა შვილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება.

„არ ვატანდით ცხედარს, ზედ გადავეფარე, მაინც წაიყვანეს...

კანონით უნდა გადავიყვანოთ ექსპერტიზაზე-ო...

სახლში მარტოები ვიყავით, დილით გამთენიისას შევხედე, დავაფარებდი-თქო და გადმოვატრიალე გარდაცვლილი ვნახე“,- ამბობს დედა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ადგილზე ასევე იმყოფება „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი. მისი თქმით, სამართალდამცველებმა მიცვალებულის გატაცების სპეცოპერაცია ჩაატარეს.

„როცა გამოწერეს ტკივილები ჰქონდა. დედამ დილით 6 საათზე გარდაცვლილი იპოვა. რაც მე აქ ვნახე წარმოუდგენელი იყო.

იმის მაგივრად რომ პოლიციას აეხსნა ან ფსიქოლოგი მოეყვანათ დედისთვის, რომელიც ახლა რთულ მდგომარეობაშია და აეხსნა პროცედურები ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.

30 პოლიციელი შემოვარდა, ეს საწყალი ბიჭი პარკში ჩადეს მოიტაცეს მიცვალებული, ლიფტში შეიყვანეს გაჭედეს... ამ სახელმწიფოს მიდგომებიც არ აქვს ასეთი შტურმი და სპეცოპერაცია მიცვალებულის გატაცების არც გამიგია და არც მსმენია“,- ამბობს „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი.