რაც უფრო მეტ ინფორმაციას იგებ კორონავირუსთან დაკავშირებით, ალბათ მით უფრო მეტი ეჭვი გიჩნდება, რომ სიმპტომები შენც გაქვს.
ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია, რაზეც ღელავ და ბევრ ინფორმაციას იგებ გგონია, ყველაფერი გჭირს.
ცნობილი ფაქტია, რომ კოვიდპაციენტთა ნაწილს, დაავადება უსიმპტომოდ უვითარდება. ასეთ დროს, ისინი იზოლაციაში და ოჯახის ექიმის დაკვირვების ქვეშ არიან.
სინამდვილეში, არის სიმპტომები, რომელთა დაფიქსირებითაც, კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეძლებთ. ამის შესახებ ინფორმაციას, საინფორმაციო გამოცემა „Eatthis,Notthat“ აქვეყნებს.
მოდით, მივყვეთ ნიშნებს და გავიგოთ გადაიტანეთ, თუ არა კოვიდ-19, თითქმის შეუმჩნევლად:
🔸 სუნისა და გემოს გაქრობა
ერთ-ერთი სიმპტომი სუნისა და გემოს აღქმის უნარის დაქვეითებაა. ზოგს ეს ვირუსის პირველ ეტაპზე აღენიშნება და დიდხანს ვეღარ იბრუნებს.
🔸 ტკივილი გულ-მკერდის არეში
კორონავირუსს თან ახლავს სუნთქვის გაძნელება. სუნთქვის გართულებას თან ახლავს ტკივილი გულ-მკერდის არეში.
🔸 თავბრუსხვევა
თავბრუსხვევის, შეგრძნება კორონავირუსის გამომხატველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია.
🔸 ფილტვის დაზიანება
როგორც ცნობილია, კორონავირუსი ყველაზე მეტად ფილტვებს აზიანებს. იწვევს ფიბროზს, რაც ართულებს სუნთქვას და იწყება ტკივილი ზურგისა და გულ-მკერდის არეში.
🔸 მშრალი ხველა
თუ მშრალი ხველა გაქვთ იცოდეთ, რომ ეს კორონავირუსის დამახასიათებელი ნიშანია.
🔸 ტვინის დაზიანება
კორონავირუსი ტვინის უჯრედებზე დიდ გავლენას ახდენს. შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციის ცვლილებები, რომელთაგან ზოგი რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.