Digest Logo

აბონენტებზე ზედმეტად დარიცხული თანხების გამო „თელმიკო“ და „თელასი“ დაჯარიმდნენ

1628766503
ელექტროენერგია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 75 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. კომპანიამ ჯარიმა 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

როგორც სემეკ-ში აღნიშნავენ, დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვაა, რაც წესების დარღვევას წარმოადგენს.

სემეკმა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ასევე "თელასი" 50 000 ლარით, „თელმიკო" კი 75 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მხრიდან კვლავ ექნება მსგავსი ხასიათის დარღვევას ადგილი, გაორმაგებულ ჯარიმებს გადაიხდიან.