ახალციხეში, არასრულწლოვანს გველმა უკბინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რეფერალურმა ჰოსპიტალმა ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გაწერა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა ეს ამბავი. 12 წლამდე ბიჭი შემოიყვანეს გველის ნაკბენით და იმავე დღეს გადავიყვანეთ თბილისში. საგანგაშო მდგომარეობა არ ჰქონდა",- აცხადებს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი, ბესო ბურჯალიანი.
❗ასევე დაგაინტერესებთ:
„ვაი თქვენს პატრონს - სხვა რა უნდა ვთქვა, მართლა არ ვიცი"- ზაზა თელია
რვაწლიანი კომა და გადადებული ქორწილი - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა