Digest Logo

„ანტიქრისტე იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება“ - დეკანოზი

1630009176
 ალექსანდრე გალდავა

„ქრისტიანებს გვევალება, მაცხოვარს დაველოდოთ და არა ანტიქრისტეს. ჩვენ გვინდა შეხვედრა მაცხოვართან და არა ანტიქრისტესთან. ასე რომ, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის ქრისტესთან შეხვედრის საშუალება კიდევ ერთხელ მოცემული ღვთისაგან. ამიტომ მე ველი მაცხოვარს. ანტიქრისტეს გამოჩენა იმდენად ხმაურიანი იქნება, იმდენად ტვინის წამღები იქნება, იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება. ეს აღწერილია წმინდა წერილში“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, წმინდა სინოდმა სწორი პოზიცია დააფიქსირა, როცა განმარტა, რომ ვაცქინაცია საღვთისმეტყველო საკითხი არაა.

„რაც შეეხება რელიგიურ მოტივს იმისას, რომ ვაქცინაში ხედავენ ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს, ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად სინოდმა ამ მხრივ მიიღო რა გადაწყვეტილება და აღნიშნა თავის კრების ოქმში, რომ ეს ვაქცინა არ არის რელიგიური თემა, დასვა წერტილი და ამაზე სპეკულირება მომავალში არ შეიძლება“, - აღნიშნა დეკანოზმა.

სასულიერო პირი აცხადებს, რომ ვაქცინა გაკეთებული აქვს, რითაც როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას იცავს.

„მე თავად ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც. ჩემი არჩევანი არის ჩემი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, მიბოძა, გავუფრთხილდე მას და უბრალოდ არ გავფანტო ის და ამავე დროს, არ გავხდე სხვისი უბედურების მონაწილე, თუ სხვას გადავდებ ჩემ სნეულებას. ასე რომ, ეს მოქმედება არის ორმხრივი, ვიცავ რა ჩემს თავს, ვიცავ ჩემს გვერდში მყოფ ადამიანებს“,- განაცხადა სასულიერო პირმა.