Digest Logo

„არ მინდა სულიერი და ხორციელი გადარჩენა ქვეყნიდან გაქცევაში ვიპოვო" - ნახეთ, რას ფიქრობს თამარ ივერი

1627676145
თამარ ივერი

სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებამ სახე დაკარგა. როგორც მომღერალი ამბობს, არ სურს თავის გადასარჩენად ქვეყნის დატოვება მოუწიოს.

„მთავრობის შეცვლის თუ მისი შენარჩუნებისთვის ჭიდილში უკვე საზოგადოებამ სახე დაკარგა!!! ჟურნალისტი აღარ ჟურნალისტობს! მწერალი აღარ მწერლობს! მსახიობი აღარ მსახიობობს! მხატვარი აღარ მხატვრობს!! ყველამ დაივიწყა მისი "სახელოსნო" და გადაიქცნენ პოლიტიკურ რუპორებად!! ვიღაცის ჯიბის და კარის მოღვაწედ. ახალი რაღაც ქართული მასონური ლოჟის და პოლიტ-სატანური სექტის წევრებად!! და ამ კუპრის ქვაბში ვინც არ გაისვრება და სახეს შეინარჩუნებს... იმისია ნათელი მომავალი. ასეთი ერთეულები კი ვაი რომ ან უცხოეთში გარბიან ან მოკრძალებულად არ სურთ საჯაროობა და ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობის მიღება. ამიტომაც გაძლიერდა ეს... აგრესიული „ელიტა" და (გალაქტიონს დავესესხები): „იდიოტთა აკადემია"! და როგორ არ მინდა რომ მეც ჩემი სულიერი თუ ხორციელი გადარჩენაც ამ ქვეყნიდან გაქცევაში ვპოვო! არ დავივიწყო რომ უპირველესად ხელოვანი ვარ და არ მიწევდეს ასეთი „თემას გადახვეული" პოსტების წერა!! იმედია,ცოტა ხანი მაინც ვეღირსები ეგეთ „ეპოქაში" ცხოვრებასაც", - წერს სოპრანო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ამაყი ვარ, რომ მქვია შენი მეუღლე“ - გურამ თუშიშვილის მეუღლის ემოციური წერილი

„ორი დღეა ვარკვევ" - ნახეთ, რა შეემთხვა ელისო კილაძეს

„გადაღება გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო" - ნახეთ, რას წერს სოფო ჭყონია