კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკუთარი ბავშვობის, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპებისა და ფიქრების შესახებ ისაუბრა.
წულუკიანი ამბობს, რომ ის ძალიან პატრა, მოკრძალებული და ბეჯითი ბავშვი იყო. თავს ძალიან კარგ დედად მიიჩნევს. როგორც აღმოჩნდა, მინისტრს, რომელმაც შვილი 42 წლის ასაკში გააჩინა დედობრივი შიში გაუჩნდა. წულუკიანი მუდმივად ფიქრობს თუ როდემდე შეძლებს მისი შვილის გვერდით ყოფნას.
„ფიზიკურად ყოველთვის პატრა ვიყავი და ფიზკულტურის გაკვეთილზე სულ უკან ვიჯექი. ვიყავი ძალინ ბეჯითი, ჩუმი და მოკრძალებული პატრა გოგო. ჩემ ცხოვრებაში 30 წლამდე არასდროს ყოფილა ოჯახის შექმნაზე ფიქრი. მინდოდა მქონოდა საინტერესო სამსახური... როდესაც 42 წლის ასაკში შვილი შემეძინა, თითქოს ვინანე - რატომ არ ავირჩიე ექიმის პროფესია. მომეჩვენა რომ ამას კარგად შევძლებდი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი როდესაც გაჩნდა მერიკო. მე ვფიქრობ და მგონი ყველა ქალი, რომელმაც შილი გვიან ასაკში გააჩინა ფიქრობს, თუ როდემდე შევძლებთ ჩვენ შვილთან ერთად ყოფნას და ვიპოვე ძალიან კარგი გამოსავალი, რადგან ქმარი მყავს 9 წლით უმცროსი, ამიტომ როდესაც მე აღარ ვიქნები მას ეყოლება მამა... ძალიან არ მიყვარს ზამთარი და არ მინდა ზამთარში რომ გარდავიცვალო, არ მესიამოვნება-თქო ვამბობ და ჩემი ახლობლები მპასუხობენ, შენ ძაან მიხვდები რა პერიოდი იქნებაო“, - ამბობს თეა წულუკიანი.