Digest Logo

„არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად პირბადის ტარების აუცილებლობის მოხსნას“ - გამყრელიძე

1624270314
პირბადედ ა გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პირბადის მოხსნის რეკომენდაციას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

როგორც თავად განმარტავს, ბოლო  ერთ კვირაში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდვითარება შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

 

 

„ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია.


აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ“, - განაცხადა გამყრელიძე.