ჟურნალისტი გვანცა დარასელია ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდვითარების შესახებ წერს და საკუთარ გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს. ამბობს, რომ იზოლაციაში ყოფნა ბევრჯერ მოუწია, რის გამოც ტელეეკრანებზე აღარ ჩანს.
„არ ვჩანდი ამდენ ხანს იმიტომ, რომ უკვე მერამდენედ ვიყავი იზოლაციაში. ამჯერად ისეთი ახლო კონტაქტის გამო, რომ მეგონა, აუცილებლად დავინფიცირდებოდი…
გაინტერესებთ, რატომ არ დავინფიცირდი? იმიტომ, რომ ვარ აცრილი. საშინელი, ტრაგიკული ვითარება გვაქვს ქვეყანაში. არავინ არ მოგატყუოთ, დაღუპულ პაციენტებს შორის, თითქმის არ არიან ორჯერადად ვაქცინირებული პირები. რადგან მიყურებთ, ალბათ ჩემი ნდობა გაქვთ, ხომ?!
პირადად მე სამჯერ, ან ოთხჯერ არ დავინფიცირდი უახლოესი კონტაქტისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინა მიცავს. არავინ გეუბნებათ, რომ თქვენ აიცრებით და 100%-ით დაცული ხართ, მაგრამ გადაიტანთ სრულიად გართულებების გარეშე, ზოგჯერ უსიმპტომოდაც კი.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ გიჭირთ სუნთქვა, მაგრამ კლინიკა ვერ გიღებთ, ვერ გაწვენთ ვერსად… როგორ შეიძლება გეშინოდეთ უფრო მეტად ვაქცინის, რომელიც დაამტკიცა მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ და არ გეშინოდეს კორონავირუსის?! მწერენ ადამიანები, რომ ვაქცინირებული ვიყავი და მაინც შემხვდაო… გეთანხმებით, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მე უბრალოდ გიყვებით ჩემს შემთხვევებს. მათემატიკურად რომ შევხედოთ, იმ წრეში, სადაც დაინფიცირდნენ ადამიანები და სულ იყო 10 ადამიანი, იმ წრეში, შეიძლება 2-3 ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ მე არ გადამედოს. მე ხომ ვარ ჯაჭვი ამ წყაროსა და ჩემს ახლობლებს შორის, მე ეს ჯაჭვი გავწყვიტე. მე მჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ჯაჭვი სადღაც აუცილებლად გაწყდება“, – ამბობს გვანცა დარასელია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ღამე ორთაჭალაში თავს დაესხნენ ჩემს მძღოლს... ჯგუფურად სცემეს“ - რას წერს ანა დოლიძე
🔵„ცოტა ტრ@@ი დაატიეთ... სულ ზუბილით და კირკით დავშლით იმ ციხეს“ - რას წერს დავით ახრახაძე
🔵„მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე
🔵video: რქაწითელია და კაი ღვინო უნდა დადგეს წესით, ჰოდა ეგრე! - ალეკო ელისაშვილი