Digest Logo

„ბარგი აიღე და წადიო“ - პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ეკლესიამ ჩვენების მიცემის შემდეგ გააგდო

1623259927
ყოფილი აღსაზრდელი

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ამბობს, რომ ჩვენების მიცემის შემდეგ ეკლესიამ ის გააგდო.

„ვთხოვე, მეუფესთვის შეეტყობინებინათ, რომ მივდიოდი ჩვენების მისაცემად, მაგრამ რა დეტალებზე, მე იქ არ მისაუბრია. უშუალოდ დეტალურად მოვუყევი, ჩვენებაში ავსახე ყველაფერი, უშუალოდ ჩემ მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ იყო და ამის გამო რითი გვაშინებდნენ. მე მერე ვთხოვე, რომ დავებრუნებინე უკან.

მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი. უშუალოდ შემსწრე ვიყავი, რომ მასწავლებელმა ბავშვს კარადაზე არტყმევინა თავი და მერე ეს მიიჩქმალა, იმიტომ, რომ ეს არც ზედამხედველს გაუგია მაშინ". –თქვა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელმა.

დღეს, 9 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარემ, ანა აბაშიძემაც თქვა, რომ მოწმეებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ხიჭაურის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტი ნინოწმინდის პანსიონში ძალადობაზე მიცემული ჩვენების გამო გააგდეს.