მსუბუქ ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით სიგარეტის მოწევა, შესაძლოა, აიკრძალოს.
„ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს,“ – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში.
ახალი დადგენილება პარლამენტმა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, 13 აპრილს მიიღო.
წყარო: primetime.ge