Digest Logo

ბოკერიას კლინიკის პირველი კომენტარი ორსული გოგოს გარდაცვალებაზე

1630056820
ბოკერიას ჰოსპიტალი

ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში 19 წლის ორსულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ 36 კვირის ფეხმძიმე კლინიკაში 30 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც გადაუდებელი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის ალექსი ვაჩაძის თქმით, საკეისრო კვეთიდან მეორე დღეს, მდგომარეობის დამძიმების გამო, პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს. 

„30 ივლისს მოგვმართა გოგონამ, უკვე დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით, იმ დროისთვის იყო 36 კვირის ფეხმძიმე. რეალურად, შემოსვლისას სუნთქვის უკმარისობა გამოხატული იყო საკმაოდ მძიმე ფორმით და საჭიროება შეიქმნა გადაუდებელი საკეისრო კვეთის ჩატარების. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გოგონას მდგომარეობა კი გაუარესდა და საკეისრო კვეთიდან მეორე დღეს დაგვჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. კორონავირუსული ინფექცია უკვე შორს იყო წასული, მოგვიწია მის სასუნთქ სისტემაზე სრული კონტროლის დამყარება. გოგონა 2 აგვისტოს გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობის სტაბილიზება ვერ მოხერხდა და გუშინ საღამოს გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით არ იყო აცრილი", – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ყველა დამსაქმებელს ვთხოვთ, სანამ თქვენი ორსული თანამშრომელი აცრას არ გაიკეთებს..." - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„არ გქონდა დანებების უფლება, შენი შვილების გამო " - ვინ არის გოგო, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

🔵მომღერალი გია სურამელაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა