Digest Logo

„არ გქონდა დანებების უფლება, შენი შვილების გამო " - ვინ არის გოგო, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

1630048374
გარდაცვლილი ორსული

კორონავირუსით გარდაცვლილი ორსული გოგო, ნორიკო თევზაძეა. ის მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, 36 კვირის ორსული მათთან 30 ივლისს, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი მდგომარეობა 1 აგვისტოს უფრო დამძიმდა, რის გამოც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. მას შემდეგ ის რეანიმაციაში იმყოფებოდა, ხოლო გასულ ღამეს გარდაიცვალა. 

„რატო დატოვე შენი პატარები ნორი. ჩვენ ასე ნაადრევად რატო გამოგვაკლდი. მეორე არც კი გინახავს, მეიმედებოდა, რომ ნახავდი", - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.„არ მინდა ამის დაჯერება. სული მეწვის ჩემო პატარა, არ გქონდა დანებების უფლება, შენი შვილების გამო …ჩემს გულში მარადიულ ანგელოზად დარჩები", - წერენ სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილ გოგოს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.შეგახსენებთ, რომ ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ორსული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილი კარგადაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემს კოლეგებს კიდევ მოვუწოდებ, ნუ ეუბნებიან ორსულებს, რომ..." - დავით გაგუა მიმართვას ავრცელებს

🔵დედის გარდაცვალებით მიღებული ტრავმა, 28 წლის ასაკში დაოჯახება და დიდი სიყვარული - თათული ედიშერაშვილის პირადი ამბები

🔵„ვინმემ რომ იცოდეს, თითოეული გარდაცვლილი პაციენტი რამხელა ტკივილია, ჯალათებს არ დაგვარქმევდნენ“- ექიმის ემოციური პოსტი