ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი კანდიდატის, ბუბა კიკაბიძის შესახებ წერს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, გამოქვეყნებულ ფოტოში ბუბა კიკაბიძე ე.წ კანონიურ ქურდებთან ერთად იმყოფება.
ჟურნალისტისთვის გაუგებარია, „ნაციონალების“ ქმედება, როგორც „ქურდებთან“ მებრძოლი პარტიის, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება სიის პირველ ნომრად აერჩიათ კაცი, ვისაც კომუნიკაცია აქვს ქურდულ სამყაროსთან.
„ნაცების პირველ ნომერზე გუშინ საკმაოდ ბევრი დაიწერა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება, მაგრამ თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტებია ცოტა გაურკვეველი.
საინტერესოა, რას იტყოდნენ ქურდულ სამყაროსთან „მუხლჩაუხრელი“ მებრძოლები (როგორც თვითონ ამბობდნენ).
ციხის ბუნტის პროვოკატორები და საკნებში სისხლიანი კალოს დამტრიალებელი მკვლელები, მსგავსი ფოტო სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს რომ გადაეღო?“- წერს გაბრიჭიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - დაათვალიერეთ ფოტოები