ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 29 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთში საქართველოდან შესვლის რეგულაცია შეიცვალა.
საქართველო იმყოფება „წითელ ზონაში”, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
1. თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ბულგარეთის რესპუბლიკაში ბინადრობის დროებითი, გრძელვადიანი ან მუდმივი უფლება; ან არის ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქის/ბინადრობის უფლების მქონე პირის ოჯახის წევრი
2. თუ მოქალაქე არის სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ქვეყანაში ვიზიტი უკავშირდება მათი პროფესიული საქმიანობის წარმოებას
3. თუ მოქალაქე აწარმოებს საქმიანობას, რომელიც უკავშირდება სამედიცინო საშუალებებისა და ტექნიკის გადაზიდვა-მიწოდებას
4. თუ მოქალაქე ქვეყანაში შედის სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროში საქმიანობის გასაწევად (აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მოწვევისა და თანხმობის ქონის შემთხვევაში)
5. თუ მოქალაქე ქვეყანაში შედის ბულგარეთის მოქალაქეობის მისაღებად, აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანების და წერილის არსებობის შემთხვევაში
6. თუ მოქალაქეს გააჩნია ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მოადგილისგან მიღებული ოფიციალური წერილობითი თანხმობა ქვეყანაში შემოსასვლელად
7. პირები, რომლებიც აღნიშნულ გამონაკლისთა სიას მიეკუთვნებიან, აუცილებლად უნდა წარადგინონ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი, PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად. ხოლო პირები, რომლებიც ბულგარეთის რესპუბლიკაში შევლენ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხით, გაივლიან 10-დღიან თვითიზოლაციას
8. საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა დაშვებულია, თუ კი ისინი დაასაბუთებენ, რომ ქვეყანას დატოვებენ შესვლიდან მოკლე ვადაში და მხოლოდ ტრანზიტის მიზნით შედიან მასში. აღნიშნულ შემთხვევაში COVID-თან დაკავშირებული რაიმე საბუთის წარდგენა არ მოითხოვება
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მორიგი ოლიმპიური ოქროს მოლოდინში - მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ფინალში კუბელს შეერკინება
ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯიბრე! – გოდერძი შარაშია მიმართვას ავრცელებს