Digest Logo

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯიბრე! – გოდერძი შარაშია მიმართვას ავრცელებს

1627850174
გოდერძი შარაშია

ჩემი ქვეყანა ყველაზე მაგარია სამყაროში, მიყვარს სიგიჟემდე და მოდი, შენ, ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯიბრე – ამ შინაარსის პოსტს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო, სიგიჟემდე მიყვარს. მიყვარს რადიკალურად განსხვავებული დიალექტით, კილოთი და კავით, ენით, რომელიც სხვა კუთხეში არ ესმით, მაგრამ მასი მიორქ და მი სი მალატ იციან. მიყვარს აქანა იქანეთი, მოი? როს მიხვალთი და ქვე შენი ჭირიმეთი.

მიყვარს აჭარის მთიანეთით, თუშეთით, ძველი შატილით და მუცოთი, ომალოთი, დიკლოთი, შენაქოთი, აქეთ უშგულით, მისი კოშკებით, იქეთ მესხეთი, მისი მიწისქვეშა დარბაზებით. მიყვარს უძველესი დმანისი და ვანი- ქურუმების ქალაქი. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს, ასგზის მაქვს შემოვლილი. მიყვარს და ვერაფერი შემიცვლის ამ სიყვარულს. მიყვარს და მოდი, შენ, რომელიც ამას კითხულობ, შემეჯიბრე ამ სიყვარულში. ჩემი ქვეყანა ყველაზე მაგარია მთელ მსოფლიოში, დიახ ყველაზე მაგარია სამყაროში“,- წერს გოდერძი შარაშია.