ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი მოკლა, შემდეგ კი საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ინფორმაციას ჭარნალში ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ადასტურებს.
მეზობლების თქმით, კაცის მეორე შვილმა, გოგომ და დედამ გაქცევით გადაირჩინეს თავი.
შემთხვევა წუხელ, ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge