პოეტი გელა დაიაური, თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ტრაგედიას იხსენებს. ამბობს, რომ მისი და მამამისის ბიძაშვილმა მოკლა.
„22-23 წლის ვიქნებოდი, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ჩვენთან სტუმრად იყო მამაჩემის ბიძაშვილი. ერთად გაზრდილები იყვნენ და ძალიან უხაროდათ ერთად ყოფნა. ეს კაცი ბარში ცხოვრობდა და ამოსული იყო ჩვენთან. ბებერი ძაღლი დაინახა და იმისი მოკვლა განიზრახა. რომ ესროლა, ძაღლს ასცდა და კედელში შევიდა ტყვია. ფაცხასავით დაწნული ღობე იყო და იქ იდგა ჩემი ცხრა წლის და, რომელიც ადგილზე დაიღუპა. დედაჩემს ხალხში ტირილის უფლება არ ჰქონდა. არ დამავიწყდება მისი დადუმებული და გაფითრებული სახე. ორ წელზე მეტი ჩვენს სახლში საშინელი სიჩუმე იდგა“, – იხსენებს გელა დაიაური.
მისი თქმით, დის მკვლელი სამ წელიწადში დაბრმავდა, ბოლოს კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ცნობისთვის, გელა დაიაურს რამდენიმე წლის წინ ავტოკატასტროფაში მეუღლე და შვილები დაეღუპა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
„როცა დავინახე, რომ იარაღს მიმიზნებდნენ, ტყეში გავიქეცი... შემდეგ სროლა დამიწყეს"- ზაზა გახელაძე