სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გადაღებულ კადრებსა და მისი არასრულწლოვანი შვილებისა და ჟურნალისტების კომუნიკაციას ეხმაურება.
ლომჯარია აცხადებს რომ ნებისმიერ დროს დაცული უნდა იყოს არასრულწლოვნების უფლება და ჟურნალისტებს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით მუშაობისკენ მოუწოდებს.
„რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები.
დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.
შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით“, - წერს ლომჯარია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საელჩო: საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიცვალა