საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი კახეთში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელიც მისი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი მშობლების სახლთან არის გადაღებული.
„დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა „ტვ პირველის“ ჟურნალისტი. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს „ტვ პირველი“ 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას. ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები- 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!!“ - წერს გიორგობიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საელჩო: საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები შეიცვალა
„ეს ყველაფერი დიდწილად კალანდიასნაირი შარლატანების მიერ შექმნილი მითების დამსახურებაა“ - კვესიტაძე
წყარო: www.facebook.com