Digest Logo

„დავაფარებდი-თქო... გადმოვატრიალე და ვნახე...“ - დედის პირველი კომენტარი გარდაცვლილ შვილზე

1625987503
ოპერატორი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

„დილით გარდაცვლილი იპოვა დედამისმა ლოგინში… მიზეზი ჯერ არ იციან,“ – წერს ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

როგორც ოპერატორის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, არ უნდოდა შვილის ცხედრის ექსპერტიზაზე გადასვენება.

„არ ვატანდით ცხედარს, ზედ გადავეფარე, მაინც წაიყვანეს...

კანონით უნდა გადავიყვანოთ ექსპერტიზაზე-ო...

სახლში მარტოები ვიყავით, დილით გამთენიისას შევხედე, დავაფარებდი-თქო და გადმოვატრიალე გარდაცვლილი ვნახე“,- ამბობს დედა ჟურნალისტებთან საუბრისას.