Digest Logo

დავით ხიდაშელი: მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან

1602666586
ბიზნესმენი - დავით ხიდაშელი

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოს 1938 წლის რუკის დედანი დაუბრუნა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში მისი საქმიანობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მან საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა მოიპოვა, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, რომ საზღვარი გადის მთა უდაბნოსთან.

მისი თქმით, რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს.

„მოვიძიე საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული ამერიკული რუკა, გამოშვებული ამერიკული არმიის მიერ. საერთაშორისო ორგანიზაციაში რომ ვმუშაობდი, ვმუშაობდი ამერიკულ ბიბლიოთეკებთან, ამერიკულ რუკებს ვინც უშვებდა იმ ორგანიზაციებთან და მოვიძიეთ ასეთი რუკა ამერიკაში. 51 წელი დაწერეს, სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია აქაც, რომ ჩავწვდებით, სად გადის საზღვარი, საზღვარი გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან და საზღვარი მკაფიოდ ჩანს სად გადის.

მოვიძიეთ მეორე რუკა, ეს არის გამოშვებული 54 წელში. მოვიძიე მეორე რუკა ამერიკული, გამოშვებულია 78 წელს ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტო, დამოწმებული არის საჰაერო თვითმფრინავების საფრენად, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში. ეს ამერიკული რუკა მოცემულია და მითითებული აქვს, რომ გერმანელების და რუსული რუკიდანაც ავიღეთ. ავიღე ეს გერმანული გამოცემული რუკაც. სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში ავიღე. რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს გერმანულ და ამერიკულ რუკებს,“ - განმარტა ბიზნესმენმა.

წყარო: rustavi2.ge