Digest Logo

„დაზიანებული თვალი, სისხლის დაგუბება, შესაძლოა, ამას გამოეწვია სიკვდილი...“ - დამოუკიდებელი ექსპერტის პირველადი შეფასება

1626022657
ექსპერტი

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ლაშა ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მას ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, ამბობს, რომ პირველადი დაკვირვებით რთულია საუბარი და რთულია კონკრეტულ საკითხებზე საუბარი.

„დაზიანებულ თვალს, სისხლის დაგუბებას, შესაძლოა, გამოეწვია სიკვდილი. თრომბოემბოლია და ტვინში სისხლჩაქცევები არ ყოფილა.

დაზიანება რომელიც თვალზე ჰქონდა, მოტეხილობების ფონზე არ გამორიცხავს სიკვდილის გამოწვევას, თუმცა ამ ეტაპზე მკაფიო დასკვნებს ვერ გავაკეთებთ.

დღეში რამდენჯერმე მორფს უკეთებდნენ, რომ ტკივილი შემსუბუქებოდა“,- ამბობს ექსპერტი.