Digest Logo

„დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა, წლის და 3 თვის ბავშვი კი მანქანაში იყო“ - რას ჰყვება თვითმხილველი

1633683609
ნგრევა ბათუმში

თვითმხილველის ინფორმაციით, ბავშვი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყვა, წლის და სამი თვისაა. მისი თქმით, ბავშვი კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც შენობა ჩამოინგრა.

„უზარმაზარი აფეთქების ხმა შემომესმა, გამოვვარდი გვერდითა კორპუსიდან, დავინახე მთელი ერთი სადარბაზო ჩამოშლილი. გვერდით იდგა მანქანა, რომელშიც იყო წლის და 3 თვის ბავშვი. დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა, გარეთ იყო, ქმარი და ბავშვი კი მანქანაში. მეუღლე გადარჩა, რომ მის მხარეს არ დაეცა სინკარები. ბავშვს დაუზიანდა ფეხი, გადაჭრილი, შოკურ მდგომარეობაში, ძლივს გადმოიყვანა სასწრაფომ", - ჰყვება თვითმხილველი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„მეორე სართულზე რემონტი იყო, ქვების ცვენა დაიწყო და შემდეგ მთელი კორპუსი ჩამოინგრა“ - რას ჰყვება თვითმხილველი

VIDEO: „შოკურ მდგომარეობაში იყო...“ - ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს