Digest Logo

დედის ემოციური წერილი თავშესაფრიდან, რომლითაც შვილს დაბადების დღეს ულოცავს

1627920946
დედა

„დაიჯესტი" გთავაზობთ თავშესაფარში მყოფი მოხუცი დედის წერილს, რომლითაც ის შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

„დღესაც ისევე მცვივა თვალზე ცრემლები, როგორც მაშინ, როცა მოევლინე ამ ქვეყნად. მაშინ ცრემლის მიზეზი სიხარული იყო. ახლა კი იმედგაცრუება და გულის ტკივილია. მახსოვს ამ დღე როგორ ძლიერ მტკიოდა მუცელი და ეს ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ეს ისეთი ტკივილია, რომელსაც ვერანაირი ტკივილგამაყუჩებელი ვერ შველის. ეს ის ტკივილია, რომელიც სიცოცხლის ფასად უჯდება დედას და არ იცის გადარჩება თუ არა, მაგრამ ამ დიდ ტკივილს, დიდი სიხარულიც თან ახლავს, სიხარული რომელიც შვილის მოლოდინითაა გამოწვეული. დედა მზადაა შვილისთვის საკუთარი სიცოცხლე დასთმოს. ასევე მზად ვიყავი მეც, რომ შენთვის დამეთმო ჩემი სიცოცხლე, ოღონდ შენ დაბადებულიყავი ჯანმრთელი. რამდენადაც მეტად ძლიერდებოდა ტკივილი, მით უფრო მიხაროდა შენი დაბადება და ერთი სული მქონდა როდის ჩაგიკრავდი გულში.

ბევრი ტანჯვა-წამებისა, ტკივილისა და ცრემლების შემდეგ მოევლინე ქვეყანას და იმ წამიდან შეიცვალა და გაფერადდა ჩემი ცხოვრება. როცა პირველად ხელში აგიყვანე მაშინ მივხვდი, რომ ამად ღირდა ის ტკივილი, რაც შენს დაბადებისას განვიცადე. შენ მაგრძნობინე დედობა, შენით მიხაროდა სიცოცხლე, შენით მიხაროდა ყოველი დილა და შენით ვიგრძენი თუ რა იყო დედობრივი სიყვარული და სიძლიერე. ვხედავდი დღითი დღე როგორ იზრდებოდი. მახსოვს შენი პირველი ნაბიჯები, შენი პირველი სიტყვა “დედა” — იზრდებოდი და უფრო და უფრო მშვენდებოდი და ამშვენებდი ჩემს ცხოვრებასაც. სიამაყით ვივსებოდი, რომ ასეთი ვაჟკაცი მყავდი და იმედსა და ძალას მმატებდი. მიუხედავად რთული ცხოვრებისა ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ღირსეულ ვაჟკაცად ამეღზარდე და ასეც მოხდა, სწორედ ისეთი გაიზარდე როგორსაც ვოცნებობდი, თუმცა მალევე დამიმსხვრიე ოცნებები. წამში დაასრულე შენი ღირსება და ვაჟკაცობა, რომლითაც მე ასე ვამაყობდი და ვხარობდი. მაშინ მომიკალი გულში, როცა შენთვის ზედმეტი ტვირთი გავხდი და თავშესაფარში გამიშვი. თავიდან მოიშორე დედა და მას შემდეგ აღარ მოგიკითხავს ცოცხალია თუ მკვდარი. დედა, რომელმაც სწორედ ამ დღეს მოგავლინა ქვეყანას და სიცოცხლე გაჩუქა. დედამ, რომელმაც ცხოვრების გზაზე დააყენა, შენ კი დაუფიქრებლად მოიშორე სახლიდან. დედა, რომელიც შენით ამაყობდა და შენით სუნთქავდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა მე არ ვნანობ, რომ გაგაჩინე. პირიქით..

მიხარია, რომ არსებობ. ჩემი ერთადერთი შვილი ხარ და მიყვარხარ. მიყვარს ეს დღე, რათა ამ დღეს გავხდი დედა. ნეტა იმ დროს, როცა მუცლის ტკივილი მტანჯავდა და მკლავდა შენს მოლოდინში, ის მართლაც გაუსაძლისი ტკივილი იყო, მაგრამ შენი დაბადებით სიხარულმა შემიცვალა. ახლანდელი მარტოობითა და იმედგაცრუებული გულის ტკივილი მეტად მძიმე და მოუშუშებელია. მტკივა გული რადგან შენგან შორს ვარ და გულში ვერ გიხუტებ, ვერ გეუბნები: – შვილო გილოცავ შენს დღეს, უფრო სწორად ჩვენს დღეს, ეს ხომ ჩვენი დღეა? შენ დაიბადე…. მე კი დედა გავხდი.

ბევრი ვიფიქრე მომეწერა თუ არა შენთვის ეს წერილი, თუმცა გავბედე და გწერ და ესეც დედობრივ სიყვარულმა და მონატრებამ გამაბედვინა. არც ახლა მინდა თავი მოგაბეზრო ჩემი წერილით, მაგრამ მინდა ასე შორიდან მაინც მოგილოცო ეს დღე. ახლა ცრემლითა და გულის ტკივილით გწერ ამ წერილს.

- შვილო გილოცავ დაბადების დღეს. იხარე, იმრავლე და იდღეგრძელე. ღმერთმა გაპატიოს დედის წინაშე დაშვებული შეცდომები. გლოცავს დედის გული, რომელიც შენ ნაფლეთებად აქციე.

მუდამ გახსოვდეს, რომ სადღაც ვარსებობ და შენი დედა ვარ, დედა, რომელსაც ძალიან ენატრები და უყვარხარ. ისევ შენს მოლოდინში თვალცრემლიანი გავყურებ გზას იმის იმედით, რომ ეს გზა ერთ დღეს ჩემამდე მოგიყვანს".

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ჩემმა მეუღლემ მუცელი მოიშალა და დამშორდა ... სიკვდილის წინ გამიმხილა თუ რატომ მოიქცა ასე" - ტრაგიკული ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

„ორი კვირაა რაც რძალი ხარ და ვერ დაორსულებულხარ, ამიტომ ერთს შევალოცინე შენზეო” – ნახეთ რა მოხდა ერთ-ერთ სოფელში

“ეს მუტრუკი მეორეს ეუბნება, ამის დედაც, ესენი დღეს უნდა მოვტ@@@ო…” – როგორ გადაარჩინეს კურიერებმა ორი უცხოელი გოგო სამი მოძალადისგან

წყარო: pozitivi.ge