35 წლის მოტომრბოლელი, რატი ორკოდაშვილი მოტოციკლით ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. ის თელავში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
„დეიდას ვაჟკაცო. სად წახვედი, ვის დაუტოვე შენი პატარა ოჯახი. რამდენი გეგმა გქონდა, როგორ გიხაროდა და მიყვებოდი შენს მიღწევებზე. რომ მეუბნებოდი, ჩამოდი, დეიდა, ნახე რამდენს მივაღწიე, ერთი მოდი, როგორ უნდა დაგხვდეო, ეგ არის შენი დაპირება? გული გახეთქვაზე მაქვს, ჩემო ვაჟკაცო. რატომ, რატომ, ღმერთო, არ მინდა ამ საშინელების დაჯერება. როგორ შევხედო შენს გაუბედურებულ დედას, ვაი”, - წერს, ხათუნა ჩირიკაშვილი.
„არ მჯერა…გუშინ დამპატიჟა ოჯახში, ხვალ ვაპირებდი მისვლას. მივალ, მაგრამ ის წესიერი, გულიანი, თბილი ბიჭი აღარ დამხვდება ცოცხალი. ღმერთო, როგორ მივიდე მზეოსთან, როგორ ვანუგეშო”, ,,ჩემი საყვარელი მოსწავლე და მეგობარი. ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა”, – წერენ სოციალურ ქსელში.
გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით რატის გაზიარებული აქვს კადრები სერიალიდან, სადაც შეყვარებული წყვილი ერთმანეთს დრამატულად ემშვიდობება, კაცი კვდება – ,,მათი სიყვარულის დასაწყისი და დასასრული”,– წერია გაზიარებულ ვიდეოში. ,,ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები… ღმერთო, არ წამართვა” _ ეუბნება ქალი სიკვდილის წინ შეყვარებულ მამაკაცს.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: